img1


ქაჯაიების საქმეს მხოლოდ ორი ბრალდებული არ ჰყავს. ჰყავს ოთხი ადვოკატი, რომელთაგან თითოეულს თავისი როლი აქვს ერთ წარმოდგენაში, სადაც მეთოდი ერთია: ჯერ გავლენა. როცა გავლენა აღარ მუშაობს, გაშავება

გაგრძელბა ნაწილი II: ოთხი ადვოკატი, ერთი მეთოდი

 

ქაჯაიების საქმეს მხოლოდ ორი ბრალდებული არ ჰყავს. ჰყავს ოთხი ადვოკატი, რომელთაგან თითოეულს თავისი როლი აქვს ერთ წარმოდგენაში, სადაც მეთოდი ერთია: ჯერ გავლენა. როცა გავლენა აღარ მუშაობს, გაშავება.

 

I. გავლენები: გრიგალაშვილი და ზაქრაძე

 

რობერტ გრიგალაშვილი და ლევან ზაქრაძე ქაჯაიების ადვოკატები არიან და, ამავდროულად, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის, და მისი მოადგილის, ლევან ახობაძის, ადვოკატები. ის ადამიანები დღეს თავად სხედან ბრალდებულთა სკამზე. სანამ ის წრე ძალაუფლებაში იყო, ქაჯაიებს არაფრის ეშინოდათ: სარჩელები, დაუსწრებელი გადაწყვეტილებები, ქონების გადაფორმება.

 

შემთხვევითობაა? მკითხველი თავად განსჯის.

 

II. პროცედურა: უტიაშვილი, ანუ სასამართლო ბეჭედი ქონების გასატანად

 

ქეთევან უტიაშვილი ქაჯაიების ადვოკატია, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ეთიკის კომისიის ყოფილი წევრი. მისი როლი ამ საქმეში ყველაზე ტექნიკური და ყველაზე საშიშია.

 

სქემა მარტივია. უტიაშვილი სარჩელს შეიტანს „მორეს კომპანის" სახელით, ინვესტორის, რომელიც არსად ჩანს. მოპასუხე კომპანიას მისივე კლიენტი, ლანა ქაჯაია წარმოადგენს, რომელიც სარჩელს მაშინვე ცნობს და ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას ითხოვს. დავა არ არის, მხარეები არ კამათობენ. საჭიროა მხოლოდ ერთი რამ: სასამართლოს ბეჭედი.

 

ბეჭედი, რომელიც კომპანიის მილიონობით ღირებულ ქონებას კანონიერად გატანილად აქცევს. ბეჭედი, რომელიც მეორე პარტნიორის გვერდის ავლით ქონებას „მოსარჩელეს" გადასცემს, ანუ, ფაქტობრივად, იმავე წრეს.

 

რაც ვერ მოხერხდა გაყალბებული ასლით, ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მოხერხდეს. და ამ მცდელობას მხოლოდ იმიტომ ჩაეჭრა გზა, რომ ზურაბ ღარიბაშვილმა სარჩელს შემთხვევით მიაგნო.

 

ასოციაციის კორიდორებში კი, საიდანაც უტიაშვილი მოდის, ამავე დროს მოწმე ადვოკატების წინააღმდეგ ეთიკის საჩივრები მოძრაობს.

 

III. ხმაური: ხატიაშვილი

 

შემდეგ ძველი წრე დაეცა. გავლენამ აღარ იმუშავა. გრიგალაშვილი კულისებში გავიდა.

 

და სცენაზე ზაზა ხატიაშვილი გამოჩნდა, ამ წარმოდგენის კლოუნის როლში. ის თავად არ ყვირის, მას აყვირებენ. ლაივები, „ღია წერილები", ბორკილების სცენა, ქვეყნის პირველი პირისა და მისი ოჯახის სახელის გამოყენება აღებული ჰონორარის გამოსამუშავებლად. როცა ხატიაშვილს საქმეზე საუბარი აეკრძალა, მიკროფონი მისი ოფისის იურისტს, კახა კუკავას გადასცეს.

 

კითხვები, რომლებზეც პასუხი არავის გაუცია:

 

— სად არის ინვესტორი, რომლის სახელით კომპანიიდან მილიონები გავიდა და დღესაც მილიონობით ღირებული ქონების გატანას ცდილობენ?

— რატომ ცნობს ქალბატონ უტიაშვილის მიერ შეტანილ სარჩელს მისივე კლიენტი?

— და როგორ ეთავსება ეს ყველაფერი ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოს წევრის სტატუსს?

 

ადვოკატები იცვლებიან, მეთოდი რჩება. ვინც ადრე ჩუმად მოქმედებდა, ახლა სხვას აყვირებს.

 

/ გაგრძელება იქნება /