ვინ მართავს დღეს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას და ვის ინტერესშია ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას შეუშალოს ხელი
ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, უკვე თვეებია საჯარო კამპანიას აწარმოებს.
ღია წერილებებით, ფეისბუქ-ჩართვებით სახელმწიფო დაწესებულებებთან, ბრალდებულებთან ერთად პოლიტიკირური აქტივისზმით და საქმის მონაწილეების სახელებისა და გვარების საჯაროდ მოხსენიებით.
ამ პროცესში კერძო კომერციული დავა კი მის საჯარო გამოსვლებში პოლიტიკურ დაპირისპირებად არის წარმოჩენილი ქვეყნის პირველი პირების ხსენებითა და პოლიტიკური კონტექსტის დამატებით.
ამავე დროს, საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება იკვეთება:
მოწმე ადვოკატების მიმართ ეთიკის კომისიაში დისციპლინური წარმოება დაიწყო, რომლის უკანაც ხატიაშვილის ჩრდილი მოსჩანს.
მათ წინააღმდეგ წარმოების საფუძვლად კი ის გარემოება სახელდება, რომ მათ გამოძიებას ჩვენება მისცეს.
რატომ არ შეჩერდა დისციპლინური წარმოება სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე?
მით უმეტეს, როდესაც ასეთი პარალელური პროცესი შესაძლოა აღქმული იყოს როგორც მოწმე ადვოკატებზე ზეწოლის დამატებითი ბერკეტი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქ, სადაც საქმე ჯერ კიდევ სამართლებრივი განხილვის პროცესშია.
ბატონო მამუკა ნოზაძე, როგორც ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს, თქვენ გევალებათ დისციპლინური წარმოების კონფიდენციალურობის დაცვა.
პროფესიულ წრეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული წარმოებების დეტალები მესამე პირებამდე აღწევს.
გადაეცა თუ არა თქვენ მიერ ან კომისიის რომელიმე სხვა წევრის მიერ წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია პირებს, რომლებიც საქმის მხარეები არ არიან?
თუ ეს არ მომხდარა, რატომ არ კეთდება შესაბამისი საჯარო განმარტება?
ხოლო თუ ინფორმაცია მართლაც გავიდა კომისიის ფარგლებს გარეთ, ვინ არის პასუხისმგებელი და როგორ მოხდა ეს?
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი:
რატომ არ შეჩერდა მოწმე ადვოკატების წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე?
ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რა სამართლებრივი დასაბუთება ჰქონდა მას?
ასევე:
აქვს თუ არა ეთიკის კომისიის რომელიმე წევრს პროფესიული, პირადი ან ფინანსური კავშირი დავის რომელიმე მხარესთან ან მის ადვოკატებთან?
➡️ თუ ასეთი კავშირი არსებობს, განხორციელდა თუ არა თვითაცილება?
და ცალკე კითხვა ბატონ ზაზა ხატიაშვილს:
თქვენ ხართ ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე იმ პერიოდში, როდესაც ჩამოყალიბდა დღევანდელი ინსტიტუციური წრეების მნიშვნელოვანი ნაწილი.
იმ პირობებში, როდესაც თქვენ თავად ხართ ერთ-ერთი მხარის ადვოკატი, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ეთიკის კომისიასთან დაკავშირებული მსგავსი პროცესები და კითხვები შესაძლოა თქვენს პროფესიულ რეპუტაციაზეც აისახოს?
➡️ მზად ხართ თუ არა საჯაროდ განაცხადოთ, რომ აღნიშნულ დისციპლინურ წარმოებებთან არანაირი შეხება არ გაქვთ და მათი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციაზე გავლენა არ მოგიხდენიათ?
ეს კითხვები ბრალდებას არ წარმოადგენს.
ეს არის კითხვები, რომლებზეც ნებისმიერი ინსტიტუცია, რომელიც ადვოკატის პროფესიულ ღირსებას, დამოუკიდებლობასა და თვითმმართველობას იცავს, საზოგადოებას მკაფიო პასუხს უნდა სცემდეს.
თუმცა ამ ეტაპზე ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან პასუხი არ ჩანს.
და ბოლოს მთავარი კითხვა, რომელიც უკვე კონკრეტულ საქმეს სცდება:
რატომ ჩნდება კითხვები ადვოკატთა თვითმმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლთან დაკავშირებით და რატომ ვერ ახერხებს 11 ათასი წევრის მქონე პროფესიული გაერთიანება, რომ მსგავსი კითხვები ინსტიტუციური გამჭვირვალობითა და საჯარო განმარტებებით მოაგვაროს?
პასუხისთვის გვერდი ღიაა.
2026-08-24
2026-08-24
2026-08-22
2026-08-22
2026-08-18
2026-08-18
2026-08-16
2026-08-15
2026-08-15
2026-08-12