img1


ზაზა ხატიაშვილის მზაკვარი გეგმები და ორმაგი სტანდარტი: მაგნიტსკის სია სხვებისთვის, დუმილი საკუთარი თავისთვის

დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ასოციაციაში გავლენების, კლანური მმართველობისა და მართლაც რომ სამარცხვინო რეჟიმის ავტორი ზაზა ხატიაშვილი ხელმოწერებს აგროვებს იმისთვის, რომ ქართველი საჯარო პირები მაგნიტსკის სიაში მოხვდნენ. არადა ეს საკითხი, ამ ინიციატივის ავტორმა პირველად საკუთარ თავს უნდა დაუსვას და კეთილი ინებოს საზოგადოებას უპასუხოს: ვრცელდება თუ არა იგივე სტანდარტი იმ ინსტიტუციაზე, რომელსაც ის თავად ხელმძღვანელობდა და დღემდე თავგამოდებით ებღაუჭება სამართლებრივი პასუხისმგებლიბისგან დასაძვრენად?

 

ზაზა ხატიაშვილმა ისიც არიცის, რომ მაგნიტსკის მექანიზმი არ არის პოლიტიკური კამპანიის ინსტრუმენტი. ის შეიქმნა უხეში ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და მსხვილმასშტაბიანი კორუფციის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, ვინც ამ ინსტრუმენტს მიმართავს, თავად უნდა იდგეს უმაღლესი გამჭვირვალობის სტანდარტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო სანქციების ენა კერძო და კორპორაციული დავების იარაღად იქცევა და სწორედ ეს არის ის, რაც ამ მექანიზმს სანდოობას ართმევს, ამიტომ მისი მოწოდებები მორიგი ფარსი და უნიჭოდ დადგმული შოუა!

 

ამასობაში, ქართველი ადვოკატები საკუთარი ასოციაციის შესახებ წლებია ერთსა და იმავე კითხვებს სვამენ: შერჩევითი დისციპლინური დევნა, კრიტიკული აზრის გამოხატვისთვის ზეწოლა, ინტერესთა კონფლიქტი და ინსტიტუციური მექანიზმების შესაძლო გამოყენება პირადი ანგარიშსწორებისთვის. ეს კითხვები საჯაროდ დასმულია თავად ადვოკატების მიერ. პასუხი დღემდე არ არსებობს.

 

ამიტომ მოთხოვნა კონკრეტულია და მისამართიც ნათელი:

 

— ადვოკატთა ასოციაციის საჯარო ფინანსური აუდიტი, რომელიც ზაზა ხატიაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდიდან უნდა ჩატარდეს;

— ეთიკის კომისიის სადავო გადაწყვეტილებების დამოუკიდებელი, განახლებული განხილვა;

— ასევე უნდა მოხდეს ინტერესთა კონფლიქტისა და მესამე მხარეების გავლენის შესწავლა;

— ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობისა და კრიტიკული გამოხატვის რეალური გარანტიების დადგენა.

 

საერთაშორისო პარტნიორებს უფლება აქვთ, სრული სურათი ნახონ. თუ ასოციაციის ყიფილი ხელმძღვანელი საქართველოს სახელით საუბრობს საერთაშორისო ტრიბუნებიდან, მაშინ იმავე ტრიბუნებმა უნდა მოისმინონ, რა ხდებოდა თავად ასოციაციის შიგნით მისი თავმჯდომარეობის დროს. ხმის ამაღლება მსგავს საკითხებზე ინსტიტუციას ეკუთვნის და არა კონკრეტულ პირს, რომელიც ამ ინსტიტუციას საკუთარ გაგრძელებად აღიქვამს და კერძო ინტერესებისა და კერძო დავების განზრახ, ხელოვნურ პოლიტიზირებას ეწევა.

 

ანგარიშვალდებულება შერჩევითი არ არის. ვინც სხვისგან პასუხისმგებლობას ითხოვს, პირველად საკუთარ კარს უნდა მიაკითხოს. აუდიტი ის ტესტია, რომელსაც აქ ყველა ჩააბარებს ან ჩაიჭრება. ვითხოვთ აუდიტს! აბა დავინახოთ რა გასაჭირშია ასეთში ზაზა ხატიაშვილი ,,ხავერდოვან რევოლუციას” რომ ,,გვიგეგმავს”