img1


უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ზაზა ხატიაშვილი და „პოლიტიკური წამებულის“ ახალი კასტინგი

თურმე როგორ ვერ იტანს უსამართლობას ზაზა ხატიაშვილი… 

 

ამ დროს კი ვხედავთ ადამიანს, რომელიც დები ქაჯაიების დაცვის პოზიციაში აქტიურად მონაწილეობს და ცდილობს მიმდინარე სამართლებრივ დავას პოლიტიკური სარჩული შესძინოს.

 

დები ქაჯაიები თაღლითობაში გახლავთ ბრალდებულნი. მათი ბრალეულობა სასამართლომ უნდა დაადგინოს. თუმცა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ისინი „პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა“ სტატუსით წარმოგვიდგნენ და ზაზა ხატიაშვილი ცდილობს წამებულის მანტია მოასხას დებს.

 

ადვოკატის ამოცანა, ბუნებრივია, დაცვის მხარის ინტერესების წარმოდგენაა. მაგრამ როდესაც სამართლებრივ დავას თან ერთვის პოლიტიკური რიტორიკა, სასამართლოს მიმართ უნდობლობის გაღვივება და საქმის ისეთი ინტერპრეტაცია, თითქოს ბრალდებულთა წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესი თავიდანვე პოლიტიკური მოტივით მიმდინარეობს, უკვე სრულიად სხვა სურათი იქმნება.

 

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარალელურად ცდილობენ საქმის გარშემო ნოდარ მელაძის და იმ ტელევიზიის საინფორმაციო დღის წესრიგის გამოყენებას, რომელსაც არა ერთხელ არის მხილებული fეიკ ნიუსებში და არხი მთლიქნად ჩართულია აგენტურული ოპოზიციის სამსახურში. სწორედ ასეთ ტვ-კანალიზაციებში ცდილობა ხატიქშვილი ქაჯაიებისგან აქტივისტების შექმნას და ამ მანიპულაციური მედია გაშუქებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას თითქოს ქაჯაიებს, რომლებიც თაღლითობაში გახლავთ ბრალდებულნ პოლიტიკური დევნის ობიექტებია.

 

სქემა მარტივია:

 

 სამართლებრივი დავის პოლიტიკურ საქმედ წარმოაჩინე;

 ცდილობენ ბრალდებულთა წინააღმდეგ არსებული ვერსია უკანა პლანზე გადაწიონ;

და დაცვის პოზიცია „სიმართლის ერთადერთ ვერსიად“ წარმოადგინონ;

 ხოლო სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილება წინასწარ „პოლიტიკურ დევნად“ მონათლონ;

 საბოლოოდ კი ბრალდებულთა გარშემო „წამებულის“ იმიჯი შექმენი.

 

ეს უკვე მართლმსაჯულების პროცესზე ზემოქმედების მცდელობას უფრო ჰგავს, ვიდრე უბრალოდ სამართლებრივ დაცვას.

 

და კიდევ ერთი კითხვა:

 

თუ ზაზა ხატიაშვილს ნამდვილად სჯერა, რომ სამართალი მათ მხარესაა, რატომ არის საჭირო საქმის პოლიტიკური შეფუთვა?

 

რატომ უნდა გახდეს სასამართლო პროცესის ნაცვლად მთავარი ბრძოლის ველი ტელევიზია, აქცია და პოლიტიკური განცხადებები?

 

სასამართლო დარბაზი ტელეეთერი არ არის.

 

ტელეწამყვანის მონოლოგი მტკიცებულება არ არის.

 

ადვოკატის პოლიტიკური განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის.

 

და ბრალდებულის საკუთარ თავზე შექმნილი პოლიტიკური „წამებულის მანტია“ არც უდანაშაულობის დამადასტურებელი დოკუმენტია.

 

საბოლოოდ, დები ქაჯაიების საქმეზე პასუხი უნდა გასცეს არა ნოდარ მელაძემ, არა ზაზა ხატიაშვილმა და არა რომელიმე პოლიტიკურმა აქტორმა, არამედ სასამართლომ იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც კანონით დასაშვებია.

 

ხოლო თუ ვინმე ცდილობს მართლმსაჯულებისგან თავის არიდებას პოლიტიკური ხმაურის, ტელეეთერებისა და „პოლიტიკური დევნის“ ნარატივის შექმნით, საზოგადოებას აქვს უფლება იკითხოს:

 

რატომ ეშინიათ სამართლებრივი შეფასების და რატომ ცდილობენ სასამართლო პროცესის პოლიტიკურ შოუდ გადაქცევას?