img1


ყოფილი ნოტარიუსის ანა ქაჯაიას და მისი დის, ძალით გადირექტორებული ლანა ქაჯაიას მორალური კატასტროფა, რომელსაც თვითონ ყვებიან

ამ ისტორიაში ყველაზე საშინელი სამართლებრივი მხარე არ არის. სამართლებრივ მხარეს სასამართლო დაასრულებს. საშინელი ის არის, რაც ამ ადამიანების ნარატივში ისმის ისე, თითქოს ნორმა იყოს.

 

მოუსმინეთ, რის შესახებ საუბრობენ ისინი თავისუფლად, კამერის წინ, დაცვის მიზნით:

 

ფარული ჩაწერა. ადამიანი, რომელიც შენ გენდობა, მის სამზარეულოში ზიხარ, მის ოჯახში მიგიღო, შენ კი ჩამწერი გიდევს ჯიბეში. მეგობრობა მტკიცებულების შეგროვების ოპერაციად გადაქცეული.

 

დასმენა. სიტყვა, რომელსაც ამ ქვეყანაში ჯერ ისევ სისხლის სუნი ასდის. ჩვენს ბებია-ბაბუებს ამ სიტყვამ ოჯახები დაუნგრია. დღეს ის ისევ ხმარებაშია, ისევ იმავე მიზნით და ისევ იმავე ინტონაციით. სიამაყით ყვებიან რომ ადამიანი რომელსაც საქმესთან შემხებლობა არააქვს ყველგან დაასმინეს! არმაქვს საუბარი პარტნიორებზე, მათზე ცრუ დასმენები დარწმუნებულუვარ დღესაც ქრონიკულად გრძელდება ყველა სტრუქტურაში და 112-ში ალბათ მათი ხმა უკვე ყველა ოპერატორმა იცის!

 

„ჩაშვება", „გადაგდება". ადამიანის ცხოვრების დანგრევა, რომელსაც ზმნა მოუძებნეს მოკლე, ტექნიკური, თითქოს საქმის კურსიდან, ისე ამბობენ, როგორც ხელობაზე.

 

ხარბობა. არა გაჭირვება, არა უკიდურესობა უბრალოდ სიხარბე. სხვისი ფულით აშენებული კომპანიის ხელში ჩაგდების სურვილი, რომელიც აღარც კი იმალება.

 

მითვისება. სხვისი წილი, სხვისი შრომა, სხვისი წლები 300 ლარად.

 

დოკუმენტის გაყალბება. ერთი მიწერილი პუნქტი, რომელიც დედანში არასდროს ყოფილა. ერთი მოძრაობა კალმით, რომელმაც ორი ოჯახი გაანადგურა.

 

ცილისწამება. ნებისმიერზე, ნებისმიერი საფუძვლით, ნებისმიერი ლექსიკით. ვინც წინ აღუდგება, იმას ჭორი დახვდება ქუჩაში.

 

ზეწოლა. მოწმეებზე, ადვოკატებზე, ოჯახებზე. შეთვლილი „კეთილი რჩევებით", საჩივრებით, მუქარით, დევნით.

 

და ახლა ის, რაც ამ ჩამონათვალს კატასტროფად აქცევს.

 

ეს სია მე არ შემიდგენია. ეს არის ის, რასაც ისინი საკუთარ თავზე ამბობენ ნებაყოფლობით, საჯაროდ, თავის დასაცავად. ე.ი. ეს მათი საუკეთესო ვერსიაა საკუთარ თავზე. ის, რითაც თავს იწონებენ.

 

აქ იმალება ნამდვილი ავადმყოფობა. არა ის, რომ ადამიანებმა ცუდი საქმეები აკეთეს ეს, სამწუხაროდ, ყოველთვის ხდებოდა. ავადმყოფობა ის არის, რომ აღარ რცხვენიათ. ფარული ჩაწერა მათთვის მოხერხებულობაა, დასმენა მოქალაქეობრივი მოვალეობა, შანტაჟი არგუმენტი, გაყალბება „ბიზნეს-გადაწყვეტილება", სხვისი ქონების მითვისება წარმატება. სირცხვილი, რომელიც ადამიანს ადამიანად ინახავს, ამ ლექსიკონიდან უბრალოდ ამოღებულია.

 

და როცა ადამიანს სირცხვილი აღარ აქვს, საზღვარიც აღარ რჩება. მაშინ უკვე შესაძლებელია გარდაცვლილი ბავშვის ხსოვნის იარაღად გამოყენება, დედის ტკივილზე დაყრდნობით ოჯახის გატეხვა. ეს ერთი ეპიზოდი შემთხვევითი არ არის ის ზუსტად იმ ადგილას ჩნდება, სადაც ყველა შინაგანი მუხრუჭი უკვე გაცვეთილია.

 

ამიტომ, როცა ეს ადამიანები დღეს პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ, პასუხი მარტივია: დევნას მტკიცებულებით პასუხობენ, არა სცენით. და ვინც სამართალს სპექტაკლით ცვლის, ის უბრალოდ ცდილობს, ბოლო რაც დარჩა საკუთარი სახე ისიც პოლიტიკაში გაცვალოს.

 

მორალური კატასტროფა ეს არის. არა ის, რომ ვიღაცამ ფული მოიპარა. ის, რომ ქურდობა, დასმენა, გაყალბება და შანტაჟი ხმამაღლა ითქვა და თქმისას არავის გაუწითლდა სახე.