2025 წლის დეკემბერში ადვოკატთა ასოციაციამ ახალი თავმჯდომარე აირჩია. თექვსმეტი წლის შემდეგ, რაც ასოციაციას ჯერ ზაზა ხატიაშვილი, შემდეგ კი მისი მხარდაჭერილი დავით ასათიანი ხელმძღვანელობდა, ბევრმა ადვოკატმა ეს განახლების შანსად აღიქვა. მეორე ტურში სხვაობა მხოლოდ ასიოდე ხმა იყო.
ი. ყანდაშვილის საარჩევნო კამპანიას სათავეში ზაზა ხატიაშვილი ედგა, ასოციაციის რესურსი კი ყანდაშვილის გათავმჯდომარებას დავით ასათიანმა დაახარჯა. ეს შემთხვევითი არ არის, ისინი ერთ კლანს წარმოადგენენ, რომელიც ასოციაციისვე ფინანსებით, სატელეფონო ბაზებითა და რესურსებით აგერ უკვე 20 წელია იხანგრძლივებს არსებობას.
ცხრა თვე გავიდა, რა ვნახეთ?
ვნახეთ, რომ ეთიკის კომისიისა და აღმასრულებელი საბჭოს გამოცდილი ბირთვი უცვლელი დარჩა. თავმჯდომარე შეიცვალა — სისტემა არა.
ამიტომ კითხვა ლეგიტიმურია:
ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ თავმჯდომარე, რომელიც ამ ბირთვის უკანონო ქმედებებს დაუპირისპირდება თუ თავმჯდომარე, რომელიც მას ფასადს უქმნის?
დამოუკიდებლობა დეკლარაციით არ მტკიცდება. ის მტკიცდება კონკრეტული ნაბიჯებით:
— ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებით;
— ინტერესთა კონფლიქტის წესის ამოქმედებით;
— მოწმე ადვოკატების დაცვით მიმდინარე საქმეებში;
— ასოციაციის ბიუჯეტის სრული საჯაროობით;
— იმით, რომ ასოციაცია ხმას იღებს მაშინ, როცა ადვოკატს ზეწოლა ადგება, მიუხედავად იმისა, ვინ დგას ამ ზეწოლის უკან.
ჯერჯერობით არც ერთი ეს ნაბიჯი არ გადადგმულა.
პასუხი მალე ყველასთვის ნათელი გახდება. სამართლიანობა ლუსტრაციას მოითხოვს.
ბატონო ირაკლი ადვოკატები გაკვირდებიან და ყველა პროფესიაზე უკეთ იმახსოვრებენ.
2026-08-25
2026-08-24
2026-08-24
2026-08-22
2026-08-22
2026-08-18
2026-08-18
2026-08-16
2026-08-15
2026-08-15