ხატიაშვილი, უტიაშვილი, გრიგალაშვილი, ზაქრაძე. ეს ადვოკატები ერთ მხარეს დგანან, ერთ საქმეში და ერთი მიზნით. ჩემი ჟურნალისტური გამოძიება გრძელდება და ის რასაც საქმეში ვხედავ, სრული კატასტროფაა და ადვოკატის, როგორც ინსტიტუტის დემორალიზაციაა.
დაზარალებული ხათუნა ნუცუბიძის წილი 300 ლარად გადაიფორმეს ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, სიყალბე კი ამჟამად ბრალდებულის სტატუსის მქონე პირის მიერ თავისი ხელით ორიგინალი დოკუმენტის ასლზე დამატებული მე-4 პუნქტია. საბოლოოდ კი ზიანმა 5 მილიონ ლარს მიაღწია.
ადვოკატის საქმე კლიენტის დაცვაა, მაგრამ იქ მთავრდება ადვოკატის დაცვის უფლებები, სადაც სხვა ადამიანის უფლებების ხელყოფის საფრთხე იქმნება. ნახსენები ადვოკატების ოთხეულმა კი დიდი სარგებლის და ბევრი საიდუმლოს დამალვის მიზნით, ყველა ხერხის გამოყენებით სცადეს საქმის დაზარალებულისა და მოწმეების დაზარალება.
როცა მოწმეებმა სიმართლე თქვეს, მათ წინააღმდეგ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია ამოქმედდა. ამ დაკვეთის შესრულება მამუკა ნოზაძემ იკისრა! პარალელურად ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე მფარველობს ამ ჯგუფს, ძველი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი კი ოპონენტების საჯარო გალანძღვის ორგანიზებას უდგას სათავეში.
ვინ გეგმავდა? ვისი დაკვეთით მოქმედებს კომისია? ვის ხელში უნდა გადასულიყო სამშენებლო კომპანია?
ვინ ინაწილებდა სხვის ქონებებს? ვინ ეცადა ამ საქმის პოლიტიზირებას და ცნობილი გვარის სახელის გასვრას, მალე სააშკარაოზე გამოვა!
კლიენტებმა ამ სტრატეგიის შედეგად ბრალდებულის სკამი მიიღეს.
კომიკურია ადვოკატების როლი, რომლებმაც კლიენტებს სრული მორალური, სამართლებრივი და ფინანსური კატასტროფა განაცდევინეს.
ადვოკატის მანტია ფარი არ არის.
#გაგრძელება_იქნება
2026-09-19
2026-09-19
2026-09-17
2026-09-17
2026-09-16
2026-09-16
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14