გალობის უნივერსიტეტის ახალი შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს დიპლომები გალობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ვანო ჩხარტიშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნანა გოთუამ და უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ გადასცეს
კურსდამთავრებულებისთვის დაიწყო ახალი ეტაპი რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ქართული მრავალხმიანობის დაცვას უკავშირდება.
———————
ეს არის თაობა, რომელმაც ეროვნული მუსიკალური ტრადიციის შენარჩუნებისა და განვითარების პასუხისმგებლობა იკისრა. თაობა, რომელიც არა მხოლოდ აგრძელებს საუკუნოვან ტრადიციას, არამედ საკუთარი ცოდნით, შრომითა და ერთგულებით უზრუნველყოფს მის უწყვეტობასა და მომავალ თაობებზე გადაცემას.
გალობის უნივერსიტეტი თითოეულ კურსდამთავრებულს წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას გისურვებთ!
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი
#გალობისუნივერსიტეტი20წლისაა
2026-09-19
2026-09-17
2026-09-17
2026-09-16
2026-09-16
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13