თაღლითობაში ბრლდებული დების ქაჯაიების ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი დადუმდა. არა იმიტომ, რომ სინდისმა შეაწუხა, არამედ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის ეშინია. ბორკილების სცენის მთავარი კლოუნი დღეს კულისებში დგას, სცენაზე კი სათადარიგო კლოუნი გამოიყვანა: საკუთარი ოფისის მდარე იურისტი და ამავდროულად, ოპოზიციური პარტიის კიდევ უფრო მდარე ლიდერი, კახა კუკავა.
ხატიაშვილს გამოძიების მასალებზე საუბარი აეკრძალა. რა გამოსავალი მოძებნა? მასალებს ახლა სხვისი პირით ავრცელებს. ეს არის ადვოკატის კანონის ცოდნის დონე: ჰგონია, რომ აკრძალვა მის ხმას ეხება და არა მის ქმედებას. ასეა ზაზაჯან უცოდინარი რომ იქნები და მარტო კიბეებზე წამოწოლა რომ გეცოდინება….მაგასაც იმიტომ ბედავდი ნაცების დროს იცოდი შენი ,,კრიშა” ადეიშვილი ხელს არ გახლებდა და შენი როლიც ესიყო ცირკი და ტაკიმასხარობა.
ამ არსებების ამორალურობა, იურიდიული და პოლიტიკური უცოდინრობა იწვევს იმას, რომ მთელ საზოგადოებას საჯაროდ ასმენინებენ იმას რაც უკნონობაა და დანაშაულს დანაშაულზე ჩადიან.
და რას ავრცელებენ? დაზარალებულ კომპანიას ქაჯაიების „ოჯახურ ბიზნესად" ასაღებენ. ექსპერტიზით დადასტურებულ ორიგინალ ხელშეკრულებას „ფარატინა ქაღალდს" უწოდებენ. პირად, სრულად დაბრუნებულ სესხს კი „ივანიშვილის შავ ფულად" ნათლავენ. ეს უკვე სიმართლის მიზანმიმართული დამახინჯებაა.
ყველაზე სამარცხვინო კი ის არის, რომ თაღლითობაში ბრალდებულთა დასაცავად ქვეყნის პირველი პირის სახელს და მის ოჯახს იყენებენ. იყენებენ, რადგან სხვა არგუმენტი აღარ დარჩათ. იყენებენ, რადგან აღებული ჰონორარი გამოსამუშავებელია.
უკანონო დაპირებები კი ხატიაშვილს შესასრულებელიაქვს.
ვაი იურისტებო და კიდევ უფრო უი პოლიტიკოსებო, დოკუმენტები თქვენ წინააღმდეგ ლაპარაკობს.
სცენა მალე დაიხურება. კანონი, სამართალი და სასჯელი მალე ყველა დამნაშავის კარზე დააკაკუნებს.
მართლაც კომიკურია ბრალდებულთა ადვოკატების როლი რომლებმაც თავიანთ კლიენტებს სრული მორალური, სამართლებრივი და ფინანსური კტასტროფა განაცდევინეს, ხოლო კომპანიას და უძრავი ქონების შემძენ პირებს ქონებრივი ზიანი მოაყენეს.
ადვოკატის მანტია ფარი არ არის დანაშაულის მიმართ.
პ.ს ბრალდებულების ერთ ერთი ადვოკატის ქეთევან უტიაშვილის შესახებ ზღვა მასალა ჩამივარდა ხელთ…. ოოოო რაოდენ ყვარებია ფული და ქონებების ხელში ჩაგდება, სქემების შედგენა და ასეათი მზაკვრული მიზნებისათვის საკუთარ კლიენტებსაც არ ინდობს , ოღონდ ძალიან შორიდან იწყებს და ამ ბოლო შემთხვევისას ,,კრიშა” შემოეცალა მალე საინტერესეო თემებს ჩავშლით
ირაკლი ჯანყარაშვილი publicist.ge
2026-09-22
2026-09-21
2026-09-19
2026-09-19
2026-09-19
2026-09-17
2026-09-17
2026-09-16
2026-09-16
2026-09-15