img1


ციტრონ გრუპის მიერ დაზარალებული ბინათმესაკუთრეები კომპანიის ოფისთან და მისი დამფუძნებლის, ნუგზარ ბაკურიძის სახლთან აქციების გამართვისთვის ემზადებიან

ციტრონ გრუპის მიერ დაზარალებული ბინათმესაკუთრეები კომპანიის ოფისთან და მისი დამფუძნებლის, ნუგზარ ბაკურიძის სახლთან აქციების გამართვისთვის ემზადებიან. მათი მთავარი მოთხოვნა კომპანიის მხრიდან რეაგირება და ბინათმესაკუთრეთა კითხვებზე პასუხების გაცემაა.

 

როგორც Publicist.ge-ს განუცხადეს, არც კომპანია და არც თავად ბატონი ნუგზარ ბაკურიძე დაზარალებულთა კითხვებს არ პასუხობენ.

 

„მაშინ, როდესაც კომპანიას არაერთი მომჩივანი და დაზარალებული ჰყავს, მისი დამფუძნებელი, ნუგზარ ბაკურიძე, ფუფუნების საგნებზე უარს არ ამბობს და ძვირადღირებული ავტომობილებით, დაცვის თანხლებით გადაადგილდება“, — გვიყვება ერთ-ერთი დაზარალებული.

 

ამასთან, დაზარალებულთა თხოვნით, მივმართავთ პროკურატურასა და სხვა შესაბამის უწყებებს, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით.

 

დაზარალებულები ასევე კოლექტიური სარჩელის მომზადებას გეგმავენ კომპანიის დამფუძნებლებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ.

 

Publicist.ge თავადაც მიმართავს პროკურატურას და მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის. ჩვენ ასევე დიდი ინტერესით მივადევნებთ თვალს კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.