ნოტარიუსის ბეჭედი და უფლებამოსილება სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ნდობაა. ამიტომ, როდესაც სისხლის სამართლის საქმის ცენტრში ყოფილი ნოტარიუსი და მის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები ხვდება, საკითხი ერთი კერძო დავის ფარგლებს სცდება.
ანა ქაჯაიას საქმიანობასთან დაკავშირებულ მასალებში რამდენიმე გარემოება განსაკუთრებით მძიმე კითხვებს აჩენს.
მის სანოტარო პრაქტიკაში არაერთი უცხოელი კლიენტი ფიგურირებდა ადამიანები, რომლებიც ქართულ ენას და სამართლებრივ სისტემას არ იცნობდნენ, ქონებრივ საკითხებს მინდობილობებით აწარმოებდნენ და საქართველოში მუდმივად არ იმყოფებოდნენ.
შემდეგ ჩნდება ოჯახური ქონებრივი სურათი: დედა მანანა ბიგვავა, მამა მურთაზ ქაჯაია, და ლანა ქაჯაია. მათ სახელებთან დაკავშირებულია უძრავი ქონებები და წილი სამშენებლო პროექტში და ამ ქონებების გადაფორმებებისა და გადამალვის პროცესშიც ანა ქაჯაიას მხოლოდ მისი მეგობარი ნოტაროუსი
ნანი ბარბაქაძე ეხმარება! მასთან ფორმდება ყველაფერი ანა ქაჯაიას მოთხოვნით, თუნდაც არასამუშაო დროს და არასამუშაო საათებში!
აქ კითხვა მარტივია:
რა იყო ამ ქონების შეძენის ფინანსური წყარო და რა რეალური ინვესტიცია შეიტანა ოჯახმა იმ სამშენებლო პროექტში რომელიც ზედიზედ ორ ქართველ პარტნიორს ცხვირწინ აართვეს?
ეს კითხვა განსაკუთრებით მწვავდება შედეგის ფონზე.
პროექტის ერთმა პარტნიორმა დაკარგა 50%-იანი წილი 300 ლარად.
მეორე პარტნიორმა კომპანიაში დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა საბოლოოდ ისიც კომპანიის მართვის მიღმა აღმოჩნდა.
ერთი პროექტი.
ორი პარტნიორი.
ორივე გარეთ.
დღეს კი საქმის ცენტრში დგას დოკუმენტი, რომლის ორ ვერსიას შორის არსებითი განსხვავებაა. გამოძიების ვერსიითა და საქმეში არსებული ექსპერტიზის მიხედვით, სადავო ჩანაწერი თავდაპირველ დოკუმენტში არ არსებობდა და მოგვიანებით იქნა დამატებული.
ანა და ლანა ქაჯაიების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ხათუნა ნუცუბიძე საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი.
მათი ბრალეულობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ სასამართლომ შეიძლება დაადგინოს.
მაგრამ საზოგადოებრივი კითხვა სასამართლოს განაჩენს არ ელოდება:
როგორ აღმოჩნდა სახელმწიფოს მიერ ნდობით აღჭურვილი პროფესიის წარმომადგენელი იმ საქმის ცენტრში, სადაც დავის საგანი სწორედ დოკუმენტის ნამდვილობა და მრავალმილიონიანი ქონებაა?
და კიდევ ერთი კითხვა:
თუ ეს ერთი შემთხვევა არ არის , კიდევ რამდენი მსგავსი დოკუმენტი ( უცხოელებთან გაფორმებული ბარტერის ხელშეკრულებები, მინდიბილობები და ნასყიდობები) შეიძლება ინახებოდეს ანა ქაჯაიას სანოტარო არქივში?
ნოტარიუსის უფლებამოსილება და ბეჭედი იმისთვის არსებობს, რომ მოქალაქეებს მის შედგენილ დოკუმენტებზე კითხვები არ ჰქონდეთ!
როდესაც ეჭვი თავად ნოტაროუსთან და მისი და მისი ოჯახის საქმიანიბასთან მიდის, შესამოწმებელი უკვე ერთი გარიგება კი არა მთელი მისი არქივია.
2026-08-15
2026-08-12
2026-08-11
2026-08-11
2026-08-10
2026-08-10
2026-08-08
2026-08-08
2026-08-06
2026-08-06