რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხედრო პოლიციას ახალი უფლებამოსილებები ენიჭება, რომლებიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებულთა და დეზერტირების გამოვლენასა და დაკავებას უკავშირდება.
რა იცვლება?
სამხედრო პოლიციას შეეძლება ჩასაფრებების მოწყობა, საგუშაგოების განთავსება, პატრულირება, დევნა და კონკრეტული რაიონების ბლოკირება ძებნილი პირების დასაკავებლად.
სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების მეთაურებს გარკვეულ საქმეებზე მოკვლევის ორგანოს ფუნქციების შესრულებაც შეეძლებათ — მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების, მოხალისეებისა და სამოქალაქო პერსონალის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით.
საომარი მდგომარეობის პერიოდში ან კონფლიქტის ზონებში დაკავებულთა გადასაყვანად შესაძლებელი გახდება ჩვეულებრივი სამხედრო ტრანსპორტის გამოყენება.
დაუდგენელი ვინაობის მქონე დაკავებულთა ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება და თითის ანაბეჭდების აღება ნებადართული იქნება.
სამხედრო პოლიციელებს სამსახურებრივი დავალებების შესრულება სამოქალაქო ტანსაცმლითაც შეეძლებათ.
ნიშნავს თუ არა ეს რუსეთში მასშტაბური მობილიზაციისთვის მზადებას?
რუსულ მედიაში ამ ცვლილებებს შესაძლო ფართომასშტაბიანი მობილიზაციის კონტექსტში განიხილავენ. თუმცა, მხოლოდ სამხედრო პოლიციის უფლებამოსილებების გაფართოება არ ადასტურებს, რომ კრემლმა უკვე მიიღო მასშტაბური მობილიზაციის გადაწყვეტილება.
რუსეთის სამხედრო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებები ყურადღებას იმსახურებს, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომისა და ფრონტზე არსებული ვითარების ფონზე.
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25