img1


შოუ „მთვრალი ჩოჩორი“, რომელზეც შსს-მ, როგორც ჩანს, მხოლოდ მსუბუქად გაწკეპლა…

გურამ დადიანიძის საქმეზე ტარიელ კაკაბაძემ ისაუბრა და ერთი კითხვა მიჩნდება: რა ახალი და ნაყოფიერი გააკეთა მან ამ დრომდე, პოდკასტებში სიარულის, ფეისბუკ-სტატუსების წერისა და ბლოგერებთან ერთად პოზიორობის გარდა?

 

რა და, შოუ „მთვრალი ჩოჩორი“, რომელზეც შსს-მ, როგორც ჩანს, მხოლოდ მსუბუქად გაწკეპლა…

 

წინა პოდკასტში ვისმენთ აშკარა ტყუილს თითქოს არანაირი ჯუმბერი იქ არ მუშაობდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ მუშაობს. ანუ გამოდის, რომ გამწარებული დედა ტყუილად კი არ იყო გაღიზიანებული, არამედ პირიქით თურმე მას „თვალში ნაცარს აყრიდნენ“…

 

გუშინ კი ახალი ბრალდებებიც გააჟღერა და მოქმედ ხელისუფლებასაც „ეკეკლუცა“ აი, ძველები არაფერს აკეთებდნენ და თქვენ აკეთებთო.

 

არ გეცნობათ ეს ნარატივი? საინტერესოა, ვის მიმართულებით და რატომ მიჰყავს ეს ყველაფერი…

 

ახლა მე მაინტერესებს: მე ვარ ყრუ და ბრმა, თუ მართლა ვერ ვხედავ იმას, რასაც სხვები ხედავენ?

 

უამრავი ადამიანი წერს ამ საქმეზე, აკეთებს შეფასებებს და ავრცელებს სხვადასხვა ინფორმაციას. რით განსხვავდება ამ პროცესში ამ საქმეში ჩართული ადვოკატი რიგითი კომენტატორისა და ბლოგერისგან?

 

თუ ახალი მტკიცებულება გაქვს: დადე.

თუ ახალი ფაქტი გაქვს: წარმოადგინე.

თუ ბრალდებას აყენებ: დაასაბუთე შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

პოდკასტიდან პოდკასტში სიარული, სხვისი ნათქვამის გამეორება და ფეისბუკზე ხმამაღალი განცხადებების კეთება საქმის წინსვლა არ არის.

 

მით უმეტეს, როცა ამას ემატება დაკვეთილი კომენტარები, შენივე შეძენილი გვერდებით ტაშის კვრა და ერთი და იგივე ამაზრზენი პიარის დაუსრულებლად ტრიალი.

 

ტარო, ეს უკვე საქმის კეთება კი არა, პიარ-კამპანიაა.