img1


სახალხო დიპლომატია და ეროვნული ინტერესები: ვიზიტი ურალში გრძელდება |მამუკა ფიფია

როგორც ქართული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი და სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხთა კომიტეტის ექსპერტი, ამ დღეებში ურალში ვიმყოფები. ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ქართულ დელეგაციას ეკატერინბურგში მიმდინარე ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე.

 

ჩვენი ახალგაზრდობა ბრწყინვალედ წარმოაჩენს თავს ამ მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმაზე. საქართველოს მოქალაქეების ახალი თაობა თვალნათლივ აჩვენებს, რომ ჩვენ ღია ვართ სამყაროსთვის, მზად ვართ დიალოგისთვის და შეგვიძლია ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა უმაღლეს დონეზე.

 

ვიზიტის ფარგლებში, ურალის წამყვანი ტელეარხის — „საოლქო ტელევიზიის“ (ОТВ) მოწვევით, მონაწილეობა მივიღე გადაცემაში «აქცენტი“ ეთერში შედგა ძალიან გულახდილი, პირდაპირი და კონსტრუქციული საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე:

 

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

 

 ეკონომიკა, ტურიზმი და მიგრაცია.

 

ენობრივი ბარიერის პრობლემა.

 

 დამოკიდებულება ისტორიული მემკვიდრეობისადმი.

 

სახალხო დიპლომატია მოქმედებაში — სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენ ახლა, ამ წუთებშიც ვაკეთებთ.