გულითადად ვულოცავ ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის დირექტორს, მშობელსა და განათლების სფეროში ჩართულ თითოეულ ადამიანს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ახალი სასწავლო წელი თითოეული ჩვენგანისთვის ახალი მიზნების, შესაძლებლობებისა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების დასაწყისია.
ჩვენი შვილების განათლება და მათი მომავალი სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია. სახელმწიფო მუდმივად დგას მათი ინტერესების სადარაჯოზე და ზრუნავს, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს უსაფრთხო, ღირსეული და განვითარების შესაძლებლობებით გამორჩეული სასკოლო გარემო. ჩვენი ვალდებულებაა, დღეს მიღებული გადაწყვეტილებებით შევქმნათ უკეთესი შესაძლებლობები ხვალინდელი თაობისთვის, რადგან განათლებულ, თავისუფლად მოაზროვნე და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ თაობაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. სწორედ ამ ბავშვებში ვხედავთ საქართველოს მომავალს და სწორედ მათთვის ვაშენებთ ძლიერ, განათლებულ და წარმატებულ ქვეყანას.
მჯერა, რომ ახალი სასწავლო წელი თითოეული ბავშვისთვის ახალი ცოდნის, შესაძლებლობების, საინტერესო აღმოჩენებისა და წარმატებების დასაწყისი იქნება. მინდა, ეს წელი თითოეული მოსწავლისთვის სიხარულითა და ლამაზი მოგონებებით იყოს სავსე, ხოლო მასწავლებლებისა და დირექტორებისათვის - ღირსეული შრომით მიღწეული არაერთი წარმატებით.
2026-08-15
2026-08-12
2026-08-11
2026-08-11
2026-08-10
2026-08-10
2026-08-08
2026-08-08
2026-08-06
2026-08-06