1. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს Kobuleti Beach Resort-ის მსგავსი მასშტაბური პროექტი ქობულეთის ტურისტული პოტენციალის ზრდასა და ქალაქის საერთაშორისო საკურორტო მიმართულებად ჩამოყალიბებაზე?
ქობულეთს აქვს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი, რომლის სრულად ათვისებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება.
სწორედ ამ ხედვით ვახორციელებთ არქი და NEXT 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს - Kobuleti Beach Resort-ს. ჩვენი მიზანია არა უბრალოდ კიდევ ერთი სასტუმროს ან საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, არამედ ისეთი სრულფასოვანი საკურორტო სივრცის შექმნა, რომელიც საერთაშორისო ვიზიტორებისთვის დამოუკიდებელი მიზიდულობის ცენტრი გახდება.
პროექტის ფარგლებში ქობულეთში შემოდის საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი Swissôtel, რომელიც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროთი იქნება წარმოდგენილი. კომპლექსი ასევე გააერთიანებს საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, გამაჯანსაღებელ, გასართობ, სპორტულ და დასასვენებელ ინფრასტრუქტურას. პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე საერთაშორისო არქიტექტურული კომპანიის, Chapman Taylor-ის მადრიდის გუნდმა იმუშავა.
გვჯერა, რომ ასეთი მასშტაბის პროექტები ხელს შეუწყობს ქობულეთის პოზიციონირებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, მოიზიდავს ახალ ინვესტიციებს, შექმნის სამუშაო ადგილებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ქალაქის, ისე მთლიანად რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში.
2. როგორ აპირებთ ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას, რათა ქობულეთმა უცხოელი ვიზიტორების მოზიდვა არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ წლის სხვა პერიოდებშიც შეძლოს?
ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ მისი კონცეფცია მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე არ არის ორიენტირებული.
Kobuleti Beach Resort-ში გათვალისწინებულია მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუმრებს წლის სხვადასხვა პერიოდში დასვენებისა და მრავალფეროვანი მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
კომპლექსში განთავსდება შიდა და გარე აუზები, 3 000 კვადრატული მეტრის სპა და ფიტნესსივრცე, გამაჯანსაღებელი ცენტრი, რესტორნები, გასართობი და საკონფერენციო სივრცეები. ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ ქობულეთი მიმზიდველი იყოს არა მხოლოდ საზაფხულო დასვენებისთვის, არამედ გამაჯანსაღებელი ტურიზმისთვის, საქმიანი შეხვედრებისთვის, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიების მასპინძლობისთვის.
ჩვენი ხედვით, ტურისტული სეზონის გახანგრძლივების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სწორედ ასეთი მრავალფეროვანი, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებაა. გვინდა, რომ ქობულეთში სტუმრობის მთავარი მიზეზი მხოლოდ ზღვა და ზაფხული არ იყოს და ქალაქმა ეტაპობრივად დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველმა საკურორტო მიმართულებამ.
3. თქვენი შეფასებით, რა როლს შეასრულებს პროექტში საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის მონაწილეობა უცხოელი ტურისტების მოზიდვაში და რამდენად გაზრდის ეს ქობულეთის კონკურენტუნარიანობას შავი ზღვის სხვა კურორტებთან შედარებით?
საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის მონაწილეობა Kobuleti Beach Resort-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. პროექტის ფარგლებში ქობულეთში შემოდის Swissôtel — მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული სასტუმრო ბრენდი, რომელიც საერთაშორისო სასტუმრო ჯგუფ Accor-ს ეკუთვნის.
მსგავსი ბრენდის შემოსვლა ქობულეთში ნიშნავს არა მხოლოდ მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, არამედ ქალაქის ცნობადობის ზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობასაც.
საერთაშორისო მოგზაურისთვის ცნობილი სასტუმრო ბრენდი ხარისხის, კომფორტისა და საიმედოობის ერთგვარი გარანტიაა. ამასთანავე, Accor-ის საერთაშორისო გამოცდილება და გაყიდვების არხები ქმნის დამატებით შესაძლებლობებს, რომ ქობულეთი ახალი ტურისტული ბაზრებისთვის გახდეს საინტერესო.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ Kobuleti Beach Resort აერთიანებს საერთაშორისო სასტუმრო ბრენდს, გამორჩეულ არქიტექტურას, ზღვის პირველ ზოლში მდებარეობას და მრავალფეროვან საკურორტო ინფრასტრუქტურას.
გვჯერა, რომ სწორედ ასეთი კომპლექსური მიდგომა გაზრდის ქობულეთის კონკურენტუნარიანობას შავი ზღვის სხვა კურორტებთან მიმართებით და ხელს შეუწყობს მის ჩამოყალიბებას საერთაშორისო დონის პრემიუმ საკურორტო მიმართულებად.
2026-09-16
2026-09-16
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25