რამ გაათამამა ეს ადვოკატები?
ოთხი ადვოკატი ლილუაშვილის მადის სამსახურში.
რობერტ გრიგალაშვილი. ლევან ზაქრაძე. ქეთევან უტიაშვილი. ზაზა ხატიაშვილი.
ოთხი ადვოკატი, ერთი საქმე და ერთი მეთოდი: როცა დოკუმენტებით პასუხი არ გაქვს, ხმა აუწიე, გაავრცელე სიცრუე, მოახდინე დაზარალებულისა და მოწმეების დისკრედიტაცია,გაზარდე ზეწოლა და კომერციული დავა პოლიტიკურად წარმოაჩინე.
ლაივები სამინისტროს კართან. „შავი ფული“, „ჯიბეში ჩასმული“ პროკურორები. ქვეყნის პირველი პირის გვარი ტალახში, მისი ძმის სახელი „ფულის გათეთრების“ ზღაპარში. ზღაპარი კი ჩამოეშალათ ერთი საბანკო დოკუმენტით!
სახელმწიფოს დისკრედიტაცია, სასამართლოს დისკრედიტაცია, გამოძიების დისკრედიტაცია. და ეს ყველაფერი რისთვის? ქონებისთვის, რომელსაც ქაჯაიები სხვისი კომპანიიდან ითხოვენ.
კითხვა ერთია: რამ გაათამამა?
სითამამემ? დაუსჯელობის ჩვევამ, რომელიც წლების განმავლობაში ძველ პატრონებთან ახლოს ყოფნით შეიძინეს?
პასუხისმგებლობის შიშმა? როცა საქმე ცხელდება, ისრების პოლიტიკისკენ გადატანა ძველი ხრიკია: „დევნა“ ყველაზე მოსახერხებელი სიტყვაა მისთვის, ვისაც კითხვებზე პასუხი არ აქვს.
თუ დიდმა მადამ? როცა საქმიდან ერთი-ორი ბინა კი არა, მთელი ბიზნესი გელოდება, ხმაურიც შესაბამისი უნდა იყოს.
პასუხი, სავარაუდოდ, სამივეა.
მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: მანტია იმუნიტეტი არ არის.
2026-10-14
2026-10-14
2026-10-13
2026-10-13
2026-10-11
2026-10-09
2026-10-08
2026-10-07
2026-10-05
2026-10-02