img1


სად მიდის „სააკაძე-თაუერის“ მცხოვრებლების მიერ გადახდილი თანხები, რომლებსაც ქეთევან უტიაშვილი და ნატო ბურდიაშვილი განკარგავენ?!

ქეთევან უტიაშვილი Publicist.ge-ის ზარებს არ პასუხობს, ხოლო ნატო ბურდიაშვილი კითხვებზე პასუხის ნაცვლად შეურაცხყოფაზე გადადის.

 

ვესაუბრე „სააკაძე-თაუერის“ ამხანაგობის თავმჯდომარის, ქეთევან უტიაშვილის მოადგილეს, ნატო ბურდიაშვილს. მას ვთხოვე, წარმოედგინა კორპუსის მცხოვრებლების მიერ გადახდილი თანხებით შეძენილი ნივთებისა და სარეკრეაციო სივრცის მოსაწყობი ინვენტარის შესყიდვის დამადასტურებელი ქვითრები და ინვოისები.

 

სამწუხაროდ, კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად, ნატო ბურდიაშვილი აგრესიულად მპასუხობდა და ცდილობდა, ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინა.

 

შესყიდვების დამადასტურებელი ქვითრების წარმოდგენისა თუ გასაჯაროების თხოვნას მისი მხრიდან აგრესიული და ისტერიული რეაქცია მოჰყვა.

 

ვაგრძელებ საკითხის მოკვლევას.