აშშ-ში, ალაბამის შტატის ქალაქ ბირმინგემში, ამერიკული ფეხბურთის მატჩის შემდეგ მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, დანარჩენი შვიდის — სტაბილური.
შემთხვევა 31 ოქტომბერს, შაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:50 საათზე, „Legion Field“-ის სტადიონის მიმდებარედ მოხდა. მანამდე სტადიონზე „Magic City Classic“-ის ფარგლებში ერთმანეთს Alabama A&M-ისა და Alabama State-ის გუნდები დაუპირისპირდნენ.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი რამდენიმე ადამიანი აღმოაჩინეს. პოლიციამ ტერიტორია უსაფრთხოების ზომების დაცვით შემოსაზღვრა, რათა სამაშველო და სამედიცინო სამსახურებს დაზარალებულებისთვის დახმარება გაეწიათ.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ერთი პირი გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
სროლის შემდეგ სტადიონის ტერიტორიაზე მატჩთან დაკავშირებული სადღესასწაულო შეკრებები შეწყდა. პოლიციამ მოქალაქეებს ადგილის დატოვებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
მომხდარის გარემოებების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
2026-10-14
2026-10-14
2026-10-13
2026-10-13
2026-10-11
2026-10-09
2026-10-08
2026-10-07
2026-10-05
2026-10-02