საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ისრაელს
ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო ოპორეცია ზუსტი დარტყმებით განაგრძოს, იმისათვის, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა ღაზას სექტორში.
„ჩვენ სრულად ვაღიარებთ [ისრაელის] უფლებას და ლეგიტიმურ ნებას ტერორიზმთან საბრძოლველად, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ. მაგრამ მიგვაჩნია, რომ სრული ბლოკადა, განურჩეველი დაბომბვა და მასიური სახმელეთო ოპერაციის დაწყება არ იცავს მშვიდობიან მოსახლეობას“, - თქვა მან ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ისრაელმა ღაზაში მიზანმიმართულად იმოქმედოს, რაც გულისხმობს ტერორიზმთან ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეში ჩაგდების გარეშე.
2026-09-19
2026-09-17
2026-09-17
2026-09-16
2026-09-16
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13