img1


ადვოკატი, რომელიც მოწინააღმდეგესთან თამაშობს

ადვოკატის პროფესიის ანბანი მარტივია: ის კლიენტის მხარესაა. ყოველთვის და ყველა პირობებში.

მაგრამ არსებობს სხვა მეთოდიც, რომელსაც ჩვენთან მოსული ისტორიები სულ უფრო ხშირად აღწერს.

პირველი ნაბიჯი: ალიანსი. ადვოკატი მოწინააღმდეგე მხარესთან უხმაუროდ პოულობს საერთო ენას. ოფიციალურად ისინი დავობენ, სინამდვილეში კი ერთ მაგიდას უსხედან.

მეორე ნაბიჯი: ზეწოლა. კლიენტი, რომელიც ადვოკატს თავის დამცველად თვლის, აღმოჩნდება მარწუხებში: ერთ მხარეს მოწინააღმდეგეა, მეორე მხარეს საკუთარი ადვოკატი. ორივე მისი ინტერესების წინააღმდეგ თქმაშობს.

მესამე ნაბიჯი: „გადარჩენა“. როცა კლიენტი გამოფიტულია, ჩნდება „გამოსავალი“: მისი ქონება, წილი ან ფართი უნდა გადავიდეს „უსაფრთხო ხელში“. და ყველაზე უსაფრთხო ხელი, როგორც ჩანს, ყოველთვის ადვოკატის ხელია.

ეს უკვე ადვოკატობა კი არაა, ეს ნადირობაა. კლიენტი აქ მსხვერპლია, ხოლო საქმე მხოლოდ საფარია.

 

მაგრამ ამჯერად თამაში ჩაიშალა.

 

ეს მეთოდი წლების განმავლობაში მუშაობდა, რადგან უკან ძლიერი ზურგი იდგა. ამჯერად ძალები ვერ გათვალეს. მფარველები, რომლებიც ადრე კარებს უღებდნენ, აღარ არიან. კარები დაიკეტა, ზარებს აღარავინ პასუხობს და სცენარი, რომელიც ადრე უნაკლოდ მუშაობდა, ამჯერად კრახით დასრულდა.

 

ერთი რამ კი ისევ უცვლელია: ხელი, რომელიც სხვის ქონებას ებღაუჭება. დამარცხების შემდეგაც კი, ყველაფრის დაკარგვის შემდეგაც, ის მაინც ებღაუჭება სხვის კვადრატულ მეტრებს და სხვის წილებს, თითქოს ეს ბოლო ხავსი იყოს.

 

ამ თამაშის ბოლო ეპიზოდი, როგორც ჩანს, სასამართლოს დარბაზში არ დასრულდება. ის სხვა კაბინეტში დასრულდება, სადაც კითხვებს გამომძიებელი სვამს.

 

ყველა პირი უდანაშაულოდ ითვლება, სანამ სასამართლო სხვას არ დაადგენს.

 

თუ თქვენი ადვოკატი თქვენს მოწინააღმდეგესთან ერთად თამაშობდა ან ადვოკატის მუშაობის მიზანი თქვენ ქონებაზე ნადირობაა მოგვწერეთ.