img1


ერთი ოფისი, ორი კლიენტი, ნული მოწინააღმდეგე: ქეთევან უტიაშვილის სამართლებრივი სოლიტერი

სოლიტერს ერთი მოთამაშე სჭირდება: კარტს თავად შლი, თავად ალაგებ და თავადვე იგებ. ქეთევან უტიაშვილმა ეს თამაში სამართალში გადმოიტანა.

 

მისი ყველაზე საყვარელი მაგიდა კი მშენებლობაა.

 

ამის მიზეზი მარტივია: მშენებლობა ქალაქის ყველაზე მგრძნობიარე ნერვია. მას ადამიანების დანაზოგი და ბანკის კრედიტები უდევს, ვადები აქვს და უკმაყოფილო მყიდველები ჰყავს. ასეთ ნერვზე ზუსტი დარტყმაა საკმარისი: სარჩელი, ყადაღა და ამწე ჩერდება.

 

ჩვენთან მოსული ისტორიების მიხედვით, სწორედ აქ იწყება ქეთევანის მოედანი:

 

ყადაღა ჩერდება მშენებლობა, დეველოპერი ყოველ დღე ფულს კარგავს;

მოლაპარაკება რაც უფრო დიდხანს დგას ამწე, მით მეტს ითხოვენ;

 „გამოსავალი“ წილი, ფართი, ფული.

 

და კლიენტი? ის, ვისი პრეტენზიითაც ომი დაიწყო? როგორც ჩვენი წყაროები ამბობენ, მისი ინტერესი ამ თამაშში ნულის ტოლია. სანამ კლიენტი გონს მოეგება, ქეთევანი უკვე მდიდრდება.

 

ეს არის სტილი: მეტი მოითხოვე, მეტი წაიღე, და მერე სამინისტროს კართან „სამართლიანობაზე“ ლაივი ჩაწერე.

 

შემდეგ პოსტებში ვრცლად ვისაუბრებთ: კონკრეტულ მშენებლობებზე, კონკრეტულ ყადაღებზე და კონკრეტულ წილებზე. დოკუმენტებით.

 

დეველოპერებო, მომჩივნებო, თუ ამ სოლიტერში მოგიწიათ თამაში, მოგვწერეთ. კონფიდენციალურობა გარანტირებულია.

 

ქალბატონ ქეთევანს პასუხის უფლება აქვს.