img1


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

მიმდინარე სამუშაოებს ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, მოადგილეებთან, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

პროექტის ფარგლებში ეწყობა წყლის შემკრები, სათავე ნაგებობა, საფილტრი, საქლორო და წყლის რეზერვუარი.

 

დასახლებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მე-5 უბნის წყალმომარაგების სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია.

 

სამუშაოებისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტების დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებული წყალმომარაგების სისტემით 700 აბონენტი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.