როდესაც საინფორმაციო სივრცეში ნიღბები ცვივა, ყოველთვის იკვეთება ერთი მარტივი კანონზომიერება, ტყუილზე აგებული კამპანიები მარტო არასდროს მოძრაობენ. რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტარიელ კაკაბაძე მძიმე ტყუილში ამხილა. გამოაშკარავდა, რომ ის გურიკა დადიანიძის საქმეში სოციალურ ქსელში მიზანმიმართულ, მანიპულაციურ სტატუსებს აქვეყნებდა. როდესაც საზოგადოებამ ამ პროვოკაციას მკაცრი კრიტიკით უპასუხა, მან ჩვეული მეთოდი ჩართო ე.წ. „ტაშისკვრელების“ ბაბლის მობილიზება სცადა. თუმცა, მთავარი პრობლემა იმაშიია, თუ რა დესტრუქციულ ნარატივს აჟღერებს ეს ტრიო ერთხმაში.
საქმე გვაქვს არა რიგით კრიტიკასთან, არამედ მკაფიოდ დავალებულ და მწყობრად აწყობილ ინსტიტუციურ შეტევასთან. სამივე მათგანის ტარიელ კაკაბაძისა და ძმების, ერმილე და დავით ნემსააძეების მიზანი ერთია: შსს-სა და მინისტრ სულხან თამაზაშვილის დისკრედიტაცია.
მათი ხელწერა იმდენად იდენტური და აყოლილია, რომ თვალის დახუჭვა შეუძლებელია. როდესაც ბატონი ტარიელი ნატა ვიბლიანის საქმეში გამოჩნდა, იქვე აყოლილნი აღმოჩნდნენ ნემსააძეებიც, რომლებმაც სიტყვასიტყვით დააკოპირეს მისი მესიჯ-ბოქსი. ზუსტად იგივე განმეორდა გურიკა დადიანიძის ეპიზოდშიც. დღეს ერმილე და დავით ნემსააძეები ღიად უჭერენ მხარს კაკაბაძეს და ძალოვან უწყებას უსინდისოდ ადანაშაულებენ ტყუილში, რეალურად კი საკუთარი წარუმატებლობის გადაფარვას ცდილობენ.
განსაკუთრებით ამაზრზენია ამ ჯგუფის მეთოდოლოგია: ისინი ლახავენ ყველას რეპუტაციას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. თავს ესხმიან და ტალახს ესვრიან ადამიანებს მაგალითად, მარიამ კუბლაშვილს, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, ან ნებისმიერ სხვა საჯარო მოხელესა თუ ადვოკატს, ვინც მათ ბინძურ პროპაგანდას არ იზიარებს. სამაგიეროდ, ტარიელ კაკაბაძისთვის მათ ლექსიკონში მხოლოდ ხოტბა და დიდებაა.
აქ ერთადერთი ლოგიკური და მკაცრი კითხვა იბადება: ხომ არ არის ეს ფიქსირებული კავშირი იმის დასტური, რომ ტარიელ კაკაბაძე პირდაპირ მართავს და მითითებებს აძლევს ძმებ ნემსაძეებს, ვის უნდა დაესხან თავს და ვის არა?
ყველა მოქალაქეს აქვს კანონიერი უფლება, გამოთქვას კრიტიკული პოზიცია, მაგრამ როდესაც კრიტიკა ცილისწამებაზე, ტალახის სროლასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ჰიბრიდულ დივერსიაზეა დამყარებული, მას შესაბამისი სახელი უნდა დაერქვას. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ ემსახურება სიმართლეს და ვინ იაფფასიან, მანიპულაციურ პროპაგანდას.
2026-08-01
2026-08-01
2026-07-31
2026-07-31
2026-07-30
2026-07-29
2026-07-27
2026-07-26
2026-07-25
2026-07-25