ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი უკვე წლებია ახალგაზრდებისთვის ცოდნის, განვითარების, ახალი შესაძლებლობებისა და საინტერესო გამოცდილებების მიღების მნიშვნელოვან სივრცეს წარმოადგენს.
შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმაზე, ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მათი იდეებისა და ხედვების მოსმენა. სწორედ ახალგაზრდების ჩართულობა და ინიციატივები ქმნის უკეთესი მომავლის საფუძველს.
შეხვედრის დასასრულს ჩავატარეთ ეროვნული შინაარსის ინტერაქტიული აქტივობა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა საკუთარი მოსაზრებები და იდეები გაგვიზიარეს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებით.
მადლობა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის!
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency
2026-07-16
2026-07-16
2026-07-15
2026-07-13
2026-07-13
2026-07-12
2026-07-10
2026-07-10
2026-07-10
2026-07-09