img1


საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა სამუშაო შეხვედრა გამართა ენათმეცნიერთან, ქართველურ ენათა მკვლევართან, გიორგი გოგოლაშვილთან

შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის სწავლებასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. აღსანიშნავია, რომ ქართული ენის სწავლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2005 წელს შეწყდა და საუნივერსიტეტო საგანი “ქართული ენა” გაუქმდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ.

 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გიორგი გოგოლაშვილს ქართული ენის დაცვისა და განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 გიორგი გოგოლაშვილი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორ, ნანა მაჭავარიანთან ერთად არის საკანონმდებლო წინადადების ავტორი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას ითვალისწინებს. 

 

ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა და კომიტეტის ინიციატივითვე კანონპროექტად დაინიცირდა 2025 წლის მაისში. კანონპროექტი სამი მოსმენით მიღებულ იქნა და ქართული ენის სავალდებულო სწავლება 2025 წლის სექტემბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში განახლდა.