არაერთხელ მიგვიმართავს რუსეთის პრეზიდენტისთვის დახმარებისთვის და მისგან ყოველთვის იყო მხარდაჭერა ჩვეულებრივი ქართველების მიმართ. პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა, უვიზო რეჟიმი, ჩვენი მოქალაქეებისათვის ლეგალურად მუშაობის უფლება — ეს ყველაფერი ხომ ჰაერიდან არ მოსულა?
ეს იყო ხანგრძლივი და რთული შრომის შედეგი, რომელიც თითოეულ ქართულ ოჯახზე დადებითად აისახა.
თუმცა, დღეს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მთელი ეს მრავალწლიანი ნამუშევარი წყალში იყრება. ის უბრალოდ „იფუშება“ იმის გამო, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი საპასუხო ნაბიჯი არ იდგმება. დღეს კი ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ შეიძლება მთელი ეს მრავალწლიანი ნამუშევარი და რთული გზა წყალში ჩაიყაროს მაკა ბოჭორიშვილის ერთი გაუაზრებელი და რეალობას მოწყვეტილი განცხადებით.
ამდენი შრომის შემდეგ ასეთი უმოქმედობა და გაურკვევლობა დამღუპველია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის!
იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე განახორციელებს იმ ქმედებებს, რომლებზეც მარია ზახაროვა საუბრობს, რუსული მხარის ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი უკვე აქტუალობას დაკარგავს.
ამიტომ, დიალოგი ახლავე, წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს.
როგორც იტყვიან, „ომის შემდეგ ფარების ქნევა გვიანია“.
- წერს მამუკა ფიფია
2026-04-08
2026-04-08
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07