img1


პიტერ სიიარტო ,,ჩვენ დაინტერესებული ვართ აზიასა და ევროპას შორის მარშრუტების გამტარუნარიანობის გაზრდით

 ,,ჩვენ დაინტერესებული ვართ აზიასა და ევროპას შორის მარშრუტების გამტარუნარიანობის გაზრდით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვისურვებდით შეგვეტანა ჩვენი წვლილი შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაში, იქნება ეს სატრანსპორტო მარშრუტი, რკინიგზა თუ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება. ამ კუთხით ჩვენ სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და რუმინეთთან პროექტ „შუა მწვანე დერეფნის“ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს „მწვანე ენერგიის“ ტრანსპორტირებას კასპიის რეგიონიდან ცენტრალურ ევროპაში“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში.