img1


ტარხუნ მეფე და "თითი *რაკში"

ირმა ინაშვილს ერთხელ მართლაც „გაუმართლა“ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ხელში ჩაუვარდა ციხის ის ცნობილი კადრები, რომლებშიც ადამიანების რეალური წამება და სასტიკი მოპყრობა იყო ასახული. მაშინ ეს კადრები ეთერში გავიდა, საზოგადოება შეძრა და სააკაშვილის რეჟიმს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა.

 

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ინაშვილის წვლილიც იყო და იმ პერიოდის პოლიტიკური აქტიურობაც სათანადოდ დაუფასდა. რეიტინგიც ჰქონდა, გავლენაც ჰქონდა და გარკვეული პოლიტიკური კაპიტალიც ნამდვილად დააგროვა.

 

მაგრამ, როგორც ჩანს, მეფე ტარხუნას ამბიცია გაცილებით დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მისი რეალური პოლიტიკური წონა. 

 

2020 წელს ხომ საერთოდ საკუთარ თავს ისეთი მასშტაბის პოლიტიკურ ფიგურად აღიქვამდა, თითქოს პარლამენტში ადგილები კი არა, სამეფო ტახტის გარშემო სავარძლები უნდა გაენაწილებინა. ამხელა რეიტინგის პატრონი ვარო, მსხვილი პროცენტი როგორ არ უნდა ავიღოო და საპარლამენტო სიებში ადგილებსაც ზემოთ-ქვემოთ ყიდდა, თითქოს საარჩევნო სია კი არა, საკუთარი სამეფო კარის შემადგენლობა ყოფილიყო.

 

მაგრამ არჩევნებმა ერთი ძალიან მარტივი რამ აჩვენა:

 

ტარხუნა მეფე ბევრად უფრო დიდი წარმოდგენის იყო საკუთარ თავზე, ვიდრე საზოგადოების რეალური წარმოდგენა იყო მასზე.

 

საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ მთელი ეს სამეფო ამბავი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტამდე ყოფილა დაყვანილი.

 

და აი აქ დაიწყო ნამდვილი სამეფო ტრაგიკომედია.

 

გამწარებული მეფე ამდგარა, ბოლთას სცემდა, ფეხებს აბაკუნებდა, სამეფო მანტიას ისწორებდა და დიდი შეუვალი ტონით ბრძანებდა:

 

„პარლამენტში ჩემი ფეხი აღარ იქნება!“

 

რა თქმა უნდა, იმ მომენტში ამასაც ისტორიული გადაწყვეტილების იერი ჰქონდა თითქოს პარლამენტმა კი არ დაკარგა ერთი დეპუტატი, არამედ სამეფო კარმა გადაწყვიტა, დროებით დაეტოვებინა იმპერია.

ასე გავიდა წლები.

და ექვსი წლის შემდეგ, სამეფო რომ ჩამოვთვალოთ, დიდად აღარაფერი დარჩა.

 

აღარც ძველი პოლიტიკური გავლენა, აღარც ძველი რეიტინგი, აღარც ძველი მასშტაბის ყურადღება, აღარც ის ბრწყინვალე პოლიტიკური გარემოცვა. ექსკორტებიდანაც ერთ ჯაბახანა ჯიპზე გადმოსულა ჩვენი მეფე აღარც სამეფო კოლონა, აღარც მრავალრიცხოვანი დაცვა, აღარც ძველი პომპეზურობა და, რაც მთავარია, აღარც ის პოლიტიკური წონა, რომელიც ოდესღაც საკუთარ თავს მიაწერა.

 

აქეთ ეცა, იქით ეცა, პოლიტიკური სივრცე რამდენჯერმე შემოიარა, სხვადასხვა მიმართულებით სცადა დაბრუნება, მაგრამ ძველი სამეფო აღარ აღდგა.

 

და ბოლოს, როცა პოლიტიკური კაპიტალი თითქმის აღარ დარჩა, დაიწყო ყველაზე უცნაური ეტაპი „გამოშალვანათელაშვილების“ ეპოქა.

 

ანუ მდგომარეობა, როდესაც პოლიტიკურ ბრძოლაში უკვე ნებისმიერი შემთხვევა შეიძლება გამოიყენო საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოსაჩენად, ნებისმიერი ეპიზოდი პოლიტიკური ქულის დასაწერად, ნებისმიერი ადამიანის პირადი ტრაგედია კი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად.

 

და ახლა თურმე ვიღაცის სხეულზე განხორციელებული ძალადობის უმძიმესი ფაქტის პოლიტიკური ინტერპრეტაციაც კი იმავე ძველ მანერაში უნდა წავიკითხოთ ოღონდ ამჯერად არა ადამიანების დასაცავად, არამედ საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად.

 

სწორედ აქ ჩანს ყველაზე კარგად განსხვავება მაშინდელ ინაშვილსა და დღევანდელ ინაშვილს შორის.

 

ერთ დროს ეკრანზე ნამდვილი ტრაგედიის ამსახველი კადრები ჰქონდა და საზოგადოებას უჩვენებდა იმას, რაც ხელისუფლებას დამალული ჰქონდა.

 

დღეს კი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ტრაგედიის აღქმაც კი უკვე პოლიტიკური სარგებლის კალკულატორით ხდება.

 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოდესღაც ინაშვილი ცდილობდა, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა ის, რასაც ხელისუფლება მალავდა.

 

დღეს კი, როგორც ჩანს, მთავარ ამოცანად დარჩა როგორმე კვლავ გამოჩნდეს საზოგადოებისთვის და ამისთვის ვიღაცის *რაკში თითის კიტინიც კი შეუძლია წამება-გაუპატიურებად აღიქვას, უფრო სწორად გვაიძულოს ასე აღვიქვათ.

 

ტარხუნა მეფეს სამეფო აღარ დარჩა, მაგრამ საკუთარი სამეფო საჯდომის დაცვის ამბიცია ჯერ კიდევ ბოლომდე აქვს შემორჩენილი. 

 

პოლიტიკაში კი ერთი კანონი არსებობს, რომელსაც ვერც მანტია შეცვლის და ვერც გვირგვინი:

 

ვინც საკუთარ თავს მეფედ გამოაცხადებს, ხალხი ბოლოს მაინც არჩევნებით გადაწყვეტს, რამდენად დიდი იყო მისი სამეფო. 

 

ირაკლი ჯანყარაშვილი 

 

"არ შეეყოფის ტარხუნას თითი *რაკშია

მეფური საჯდომი თბილად უდევს სავარძელშია"