img1


კაია კალასმა აღიარა, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ევროპულ საზოგადოებაში დაღლილობა იზრდება

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპელებისთვის სულ უფრო რთული ხდება იმის ახსნა, თუ რატომ არის აუცილებელი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, რადგან საზოგადოება ომით დაიღალა.

 

„ევროპელი საზოგადოებისთვის სულ უფრო რთული ხდება იმის ახსნა, თუ რატომ სჭირდება უკრაინას მხარდაჭერა — ყველა დაიღალა ამ ომით“, — განაცხადა კალასმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე ამ ომის წარმოება განსაკუთრებით რთულია.

 

კალასის განცხადება მიუთითებს ორ მნიშვნელოვან გამოწვევაზე: ევროპაში უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნებაზე მზარდი სირთულეებისა და აშშ-ის დახმარების მნიშვნელობაზე.