თუ მხოლოდ ერთ ან ორ პარტიას ავკრძალავთ, დასავლეთსა და გარე ძალებს ჩვენს ქვეყანაში მაინც დარჩებათ მძლავრი ბერკეტი იმ აგენტურის სახით, რომელიც გადარჩება. ეს დარჩენილი რადიკალები ბევრად უფრო აქტიურად და აგრესიულად იქნებიან გამოყენებული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისინი უბრალოდ მოახდენენ კონსოლიდაციას, ხელოვნურად გამსხვილდებიან და შედეგად მივიღებთ ერთ ან ორ ძლიერ ორგანიზაციას.
სწორედ ამიტომ, აკრძალვა უნდა შეეხოს აბსოლუტურად ყველას — ხუთივე პარტიას! სრულად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს, რომ ეს ძალები წარმოადგენენ დასავლურ აგენტურას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს.
დღეს ეს ე.წ. ოპოზიცია თავადვე იხლიჩება, აქუცმაცებს საკუთარ მხარდამჭერებს და ამ კინკლაობით ინადგურებს თავს. ნახევარზომებით მათი გამსხვილებისა და კონსოლიდაციის დაშვებას, ისევ ასე, დაქსაქსულ მდგომარეობაში დატოვება სჯობს, თუმცა საბოლოო მიზანი მაინც მათი სრული, ხუთივე პარტიის ერთიანად აკრძალვა უნდა იყოს!
2026-10-11
2026-10-09
2026-10-08
2026-10-07
2026-10-05
2026-10-02
2026-09-30
2026-09-27
2026-09-26
2026-09-26