img1


ვის მიერ დაქირავებული აუდიტი ჩაატარეთ ბატონო ირაკლი?

ხმა მომდის ,,ცხრა აუდიტი გვაქვსო" ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ და ვის მიერ დაქირავებული ბატონო ირაკლი? ადვოკატები მარტივი ხალხი არ არიან და კითხვები თუ დაგემატებათ ამით თორემ არ მოგაკლდებათ.

მაშ ასე:

ასოციაციის ხელმძღვანელობა თავის გამართლებას ცდილობს, რომ ცხრა აუდიტი აქვთ ჩატარებული და შეგვიძლია მივიდეთ და ვნახოთ. ერთი მარტივი კითხვა მაქვს: ვინ შეარჩია ეს აუდიტორები, ვინ დაუკვეთა მათ სამუშაო და ვინ გადაუხადა?

 

თუ პასუხი ისაა, რომ იგივე ხელმძღვანელობამ, რომლის ხარჯებიც უნდა შემოწმდეს, მაშინ ეს დამოუკიდებელი აუდიტი არ არის. როცა შესამოწმებელი თვითონ ირჩევს შემმოწმებელს და თვითონვე უხდის ფულს, დასკვნის რაოდენობა ნდობას არ ქმნის. ცხრა ასეთი დასკვნა ერთი დამოუკიდებლის ტოლფასიც არ არის.

 

ჩვენ კერძო აუდიტს არ ვითხოვთ. ვითხოვთ:

 

— სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმებას;

— შესაბამისი ორგანოების, მათ შორის ფინანსური საგამოძიებო სამსახურის ჩართვას, თუ შემოწმება ამის საფუძველს გამოავლენს;

— ყველა არსებული აუდიტის სრული ტექსტის გამოქვეყნებას, აუდიტორების შერჩევის წესისა და გადახდილი თანხების ჩათვლით.

 

თუ ყველაფერი წესრიგშია, სახელმწიფო შემოწმება ამას დაადასტურებს და კითხვებიც მოიხსნება. სუფთა ბუღალტერიას დამოუკიდებელი თვალის არ უნდა ეშინოდეს. თუ ხელმძღვანელობა ამ მოთხოვნას იმავე ირონიით უპასუხებს, ადვოკატები დასკვნას თავად გააკეთებენ.

 

ეს ადვოკატების საწევრო შენატანებია და მათი ანგარიში ადვოკატებს ეკუთვნის.