შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები, ახალი ინვესტიციების მოზიდვის, სავაჭრო ბრუნვისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქმიანი ტურიზმის განვითარების, B2B შეხვედრებისა და საერთაშორისო ბიზნესფორუმების ორგანიზების დეტალების განხილვას .
აჭარა შესაძლებლობების რეგიონია, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საქმიანი ფუნქცია. ჩვენი რეგიონის სწრაფი განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ძლიერ, კონკურენტუნარიან კერძო სექტორთან. სწორედ ამიტომ, აჭარის მთავრობისთვის პრიორიტეტია ისეთი გარემოს მხარდაჭერა, სადაც იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ფართოვდება საერთაშორისო კავშირები;
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის ის მნიშვნელოვანი რგოლი, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს შორის ეფექტიანი პატრნიორობის გარანტია და ბიზნესწრეებთან მათი პროაქტიული კომუნიკაცია ერთობლივი ახალი ინიციატივების მხარდაჭერის წინაპირობა გახდება.
2026-08-08
2026-08-06
2026-08-06
2026-08-05
2026-08-04
2026-08-03
2026-08-01
2026-08-01
2026-07-31
2026-07-31