img1


ანა ფოტიგა თბილისში ჩამოვიდა და თინა ბოკუჩავას ესაუბრა

ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისის საქალაქო სამართლოში იმყოფება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან ერთად, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესს ესწრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

ცნობისათვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს 12 საათზე დაიწყო.