„რუსეთი კვლავ ატერორებს ხარკოვს. დარტყმები განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამ დროისთვის უკვე 30-ზე მეტი დაჭრილია. სამაშველო ოპერაციისთვის ყველა საჭირო ძალაა მობილიზებული და ამ ტერორის შესაჩერებლად მსოფლიოს ყველა საჭირო ძალა უნდა იყოს მობილიზებული. ამისთვის საჭირო არ არის განსაკუთრებული ძალები, არამედ საკმარისია ლიდერების სიმამაცე – სიმამაცე, მისცენ უკრაინას ყველაფერი, რაც აუცილებელია თავის დასაცავად“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს.
კიევის პროკურატურის ინფორმაციით, ხარკოვი ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის ტერიტორიიდან დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი.
2026-06-05
2026-06-04
2026-06-04
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27