img1


ზელენსკიმ მხარი დაუჭირა რუსეთის მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში

რუსეთის სასარგებლოდ ტერიტორიების დათმობის საკითხი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა Le Monde-თან ინტერვიუში

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას „ოფიციალურად არ აქვს უფლება დათმოს თავისი ტერიტორიები“. ამავე დროს, ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინი ამას გამარჯვებად აღიქვამს, ამიტომ „ეს საკითხი ძალიან, ძალიან, ძალიან რთულია“.

 ზელენსკიმ ასევე მხარი დაუჭირა რუსეთის მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში. „როგორც ქვეყნების უმეტესობა, მე მჯერა, რომ რუსეთის წარმომადგენლები უნდა დაესწრონ მეორე სამშვიდობო სამიტს ნოემბერში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივაღწევთ რაიმე გრძელვადიან შედეგს, ისინი არ უნდა შეგვიშალონ ხელი ერთობლივი გეგმის შემუშავებაში