როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის აპრილის მსგავსად, ირანი პირდაპირ დარტყმას შეეცდება ისრაელზე, რომლისთვისაც გამოყენებული იქნება ასობით ფრთოსანი/ბალისტიკური რაკეტა და კამიკაძე დრონები, ამავდროულად, დარტყმებში ჩაერთვებიან ჰუსიტები, ერაყის ისლამური წინაადეგობის მოძრაობის დაჯგუფებები, სირიული პრო-ირანული ჯგუფები და რაც მთავარია ჰეზბოლა, რომელსაც აპრილში, ისრაელზე ირანიდან განხორციელებულ მასობრივ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია.
პარალელურად, ისრაელმა დიპლომატიური არხების მეშვეობით გაუგზავნა შეტყობინებები ირანსა და ჰეზბოლას, რომ თუ მოსალოდნელმა დარტყმებმა ისრაელში გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და დიდი ნგრევა, ისრაელი აუცილებლად შევა ფართო-მასშტაბიან ომში და შეტევას დაიწყებს ყველა ფრონტზე.
თავის მხრივ, რეგიონში განთავსებული აშშ-ს სამხედრო ძალები, მზადყოფნის უმაღლეს დონეზე იმყოფებიან, ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო ძალებთან ერთად, სწორედ აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალები შეასრულებს მნიშვნელოვან როლს, ისრაელის დაცვაში და სავარაუდოდ, შემდგომ საპასუხო დარტყმებშიც ჩაერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ ირანმა თეირანის გარშემო უკვე გამოსცა ნოტამი და დააწესა შეზღუდვები სამოქალაქო ავიაციის ფრენებისთვის, რაც ერთ-ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ირანი ემზადება მნიშვნელოვანი სამხედრო პასუხისთვის.
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24