გაერო ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. ყველა დაინტერესებულმა მხარემ „ენერგიულად უნდა იმუშაოს რეგიონის დეესკალაციისთვის, რათა დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ყველასთვის“, თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა გააკეთეს განცხადებები ახლო აღმოსავლეთის დეესკალაციისთვის საერთაშორისო ძალისხმევის აუცილებლობის შესახებ. „ჩვენ ვშიშობთ, რომ რეგიონი ყოვლისმომცველი ომის ზღვარზეა“, - თქვა გაეროში იაპონიის ელჩის მოადგილემ, მიცუკო შინომ.
"მშვიდობის გზა უნდა იყოს დიპლომატიური მოლაპარაკებებით. გრძელვადიანი მშვიდობა არ მიიღწევა ბომბებითა და ტყვიებით", - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა ბარბარა ვუდვორდმა და ისრაელს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი ღაზაში.
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24