img1


შალვა პაპუაშვილი |დღეს ჩვენს საამაყო ათლეტებს პარიზის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ვაცილებთ

პარალიმპიური თამაშები არ არის უბრალო შეჯიბრება. ეს არის შესაძლებლობების, სიძლიერის, სპორტული სულისა და გამარჯვების ჟინის ზეიმი. 

 

თითოეული თქვენგანი არამხოლოდ ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს, არამედ მრავალ ადამიანს, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან თქვენი უნარებითა და სპორტული სიმარჯვით. თქვენ უმკლავდებით ბარიერებს, ამსხვრევთ სტერეოტიპებს და თქვენი მოტივაციით, შემართებითა და მონდომებით ამტკიცებთ, რომ შეუძლებელი არაფერია. 

 

მადლობას გიხდით სპორტული ჟინისთვისა და სამაგალითო ბრძოლისუნარიანობისთვის. ამაყად და თავდაჯერებულად გაემგზავრეთ პარიზში. თქვენ მთელი ქვეყანა გგულშემატკივრობთ. წარმატებას გისურვებთ!

 

წერს შალვა პაპუაშვილი