რუსეთის ფედერაციამ, ჩინეთმა და თურქეთმა დაგმეს ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიას მკვლელობა. სამივე ქვეყნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამან შესაძლოა რეგიონში კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ ისმაილ ჰანიას მკვლელობა "უკიდურესად უარყოფითად" აისახება ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების პროგრესზე.
იმავდროულად, ირანში, სადაც ჰანიას მკვლელობა მოხდა, მათ მიაჩნიათ, რომ მომხდარი „მოაბილიზებს ყველა წინააღმდეგობის ძალას ისრაელის პოლიტიკის მიმართ, ამიტომ მისი სიკვდილი არ იქნება უშედეგო“. ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის სიკვდილის გამო "მკაცრი ანგარიშსწორებით" დაემუქრა ისრაელს. ისრაელმა "მოკლა ჩვენი სტუმარი ჩვენს სახლში", - თქვა მან:
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24