„პარიზის 2024 წლის ოლიმპიადამ დაამყარა რეკორდი ღიად ლგბტქ+ სპორტსმენების რაოდენობით, მაგრამ ზოგიერთი ამბობს, რომ პროგრესი ჯერ არ არის დასრულებული“, - ამ სათაურით სტატიას „ასოშიეთიდ პრესი“ აქვეყნებს.
როგორც სტატიაში წერია, Outsports-ის (ვებგვერდი, რომელიც ღიად გეი ოლიმპიელების მონაცემთა ბაზას აგროვებს) მონაცემებით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე 193 ღიად ლგბტქ+ სპორტსმენი მონაწილეობს.
Outsports-ის თანადამფუძნებელმა, ჯიმ ბუზინსკიმ თქვა, რომ 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადაზე მხოლოდ 5 სპორტსმენი დაითვალეს, რომლებიც ღიად ლგბტქ+ იყვნენ.
„უფრო და უფრო მეტი ადამიანი „ქამინგ-აუთდება“. მათ ესმით, რომ მნიშვნელოვანია ვიყოთ ხილვადი, რადგან წარმომადგენლობის მისაღწევად სხვა გზა არ არსებობს“, - თქვა ბუზინსკიმ.
2026-06-05
2026-06-04
2026-06-04
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27