img1


პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სპიკერმა აღიარა, რომ პარასკევს, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი "საიდუმლო სერობის" სკანდალური დრაგ-შოუს ვერსია მართლაც იყო შთაგონებული და ვინჩის საკულტო ფრესკით

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სპიკერმა აღიარა, რომ პარასკევს, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი "საიდუმლო სერობის" სკანდალური დრაგ-შოუს ვერსია მართლაც იყო შთაგონებული და ვინჩის საკულტო ფრესკით. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს.

 

„დეკორაციების შექმნისას თომას ჯოლიმ (გახსნის ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელი) შთაგონება მიიღო ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატიდან", - აღიარა ოლიმპიადის სპიკერმა The Post-თან შაბათს გაკეთებულ განცხადებაში. 

 

„ის არ არის პირველი მხატვარი, ვინც მსოფლიოში ცნობილ ხელოვნების ნიმუშებს საქმიანობაში შთაგონებად იყენებს. ენდი უორჰოლიდან დაწყებული „სიმპსონებით“ დამთავრებული, ეს ბევრმა გააკეთა მანამდე“, - დასძინა პარიზის ოლიმპიადის სპიკერმა, რომლის განცხადებასაც „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს.