ერთი შეხედვით, აშშ-ის იმპერიალისტური გზა არ არის ისეთი სისხლიანი, როგორც ძველი კოლონიური იმპერიების გაფართოების გზა. შეერთებული შტატების საგარეო ექსპანსია ძირითადად მიღწეული იქნა შესყიდვების, ანექსიების ან ხელშეკრულებების გზით. (საქართველოში არსებული საბანკო სისტემა და არა ერთი საერთაშორისო ფონდის მოღვაწეობა სწორედ ამის გამოვლინებაა)
ფაქტია, რომ, როგორც კოლონიალიზმთან ბრძოლის შედეგად წარმოშობილი „რესპუბლიკა“, ამერიკა უარს ამბობს თავისი „კოლონიალისტური“ ისტორიის აღიარებაზე. ამიტომ, უცხო ტერიტორიებზე საუბრისას, ისტორიკოსები მიდრეკილნი არიან მხოლოდ ოფიციალურ შესყიდვებზე, ამით კი ცდილობენ თავიდან აიცილონ ექსპანსიონიზმის საკითხები, რომლებიც ცენტრალური ამერიკის ისტორიაშია. მაგრამ სინამდვილეში, შეერთებული შტატების იმპერიალისტური სამყარო სულაც არ იყო ისეთი მზიანი როგორსაც მას გვიხატავენ. ტყუილით, ღალატით, სისხლითა და ცრემლებით სავსე ისტორიის მქონე ამერიკა დღეს სამხეთ კავკასიაში საქართველოს მისაკუთრებას და კიდევ ერთი "fეიკ" სახელმწიფოდ გადაქცევას ცდილობს.
საბედნიეროდ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც სოწრად აღიქვა ამერიკის ბოროტი და ვერაგი მიზნები, სწორად შეაფასა ვაშინგტონის ინტერესები, რომლებიც არცერთ შემთხვევაში არ მოდიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან თნხვედრაში.
ხელოსუფლების მიერ სწორად მართულმა საგარეო პოლიტიკამ და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების უზუსტესად აღქმამ დღეს ძალიან ბევრისთვის სანატრელი მშვიდობა მოგვიტანა.
მშვიდობა, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება და ამ გზაზე მმართველ გუნდს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.
სწორედ ამიტომ 26 ოქტომბრის არჩევნები დასრულდება ისე როგორც ეს ქართულ სახელმწიფოს ხვალინდელ დღეს სჭირდება.
ზეზვა ჩანქსელიანი
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24