ინგლისის ქალაქ საუთპორტში დანით შეიარაღებილი მამაკაცის გუშინდელი თავდასხმის შედეგად, 2 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 9 დაშავდა. ინფორმაციას BBC საუთპორტის პოლიციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, 17 წლის თავდამსხმელი საცეკვაო სკოლაში მომღერალ ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეიჭრა. თავდასხმის შედეგად, დაშავებულებიდან 6 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული კრიტიკულ მდგომდარეობაში იმყოფებიან.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის მამაკაცი დაკავებულია, თუმცა თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია.
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25