„ყველა შემთხვევაში, ვფიქრობ, ომი დასრულდება მომავალ წელს, იქნება ეს ერთი ადმინისტრაცია თუ მეორე ადმინისტრაცია და სწორედ ომის დასრულების შემდეგ გამარტივდება ურთიერთობების გადატვირთვა ნებისმიერ ადმინისტრაციასთან, იქნება ეს „დემოკრატების“ თუ „რესპუბლიკელების“ ადმინისტრაცია. აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას. საქართველო არის პატარა ქვეყანა. აშშ არის ძალიან დიდი სახელმწიფო მსოფლიო გავლენით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი მათ ხელშია...
ასეც და ისეც, ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს და მჯერა, ჩვენ მომავალი წლისთვის უკვე გვექნება თვისებრივად განსხვავებული ხარისხი ჩვენს ურთიერთობებში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24