img1


„დღეს ორი სუბიექტი ლახავს ოპოზიციიდან ბარიერს| ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა

„დღეს ორი სუბიექტი ლახავს ოპოზიციიდან ბარიერს. ვიდრე დაიწყებოდა გაერთიანება, მანამდე იყო ერთი – მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ლახავდა ბარიერს. ახლა არის ორი სუბიექტი, რომელიც ახერხებს დღევანდელი მოცემულობით ბარიერის გადალახვას. კონსოლიდაციის შემდეგ მეორე სუბიექტი გაჩნდა, ვისაც აქვს დღევანდელი მოცემულობით ხუთ პროცენტზე მეტი...

 

მოცემულობა არის ასეთი – არის „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, თუ გაერთიანება, რომელიც ლახავს ბარიერს, თუმცა ამ ორ სუბიექტს ერთად აქვს დაახლოებით 20-პროცენტიანი რეიტინგი. ანუ ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 პროცენტი რეიტინგი, მათ დაახლოებით 20 პროცენტი. დანარჩენი იკარგება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. სამის მიღმა ყველა დანარჩენი სუბიექტის რეიტინგი არის 20 პროცენტი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.