„როგორც გენოციდის ჩამდენმა ნაცისტებმა აგეს პასუხი, ზუსტად ისე აგებენ პასუხს, ვინც პალესტინის განადგურებას ცდილობენ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერდოღანი კაცობრიობის სინდისის ხმა გახდა.
„საერთაშორისო სიონისტური წრეები, განსაკუთრებით ისრაელი, რომლებსაც სურთ ამ მართალი ხმის ჩახშობა, დიდ განგაშში არიან. გენოციდისა და მათი მომხრეებისთვის ისტორია ყოველთვის ერთნაირად სრულდება“, – წერს ჰაკან ფიდანი.
ეს განცხადებები თურქეთში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სადამ ჰუსეინს შეადარა.
2026-06-05
2026-06-04
2026-06-04
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27