img1


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კაცი მიიჩნევს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, შესაძლოა, 2006 წელს სიკვდილით დასჯილი სადამ ჰუსეინის (ერაყის პრეზიდენტი 1979-2003 წწ.) ბედი გაიზიაროს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კაცი მიიჩნევს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, შესაძლოა, 2006 წელს სიკვდილით დასჯილი სადამ ჰუსეინის (ერაყის პრეზიდენტი 1979-2003 წწ.) ბედი გაიზიაროს. მინისტრმა ეს განცხადება სოციალურ ქსელ X-ში გააკეთა, თურქეთის ლიდერის საპასუხოდ, რომელმაც დაუშვა შესაძლებლობა, რომ თურქეთი ისრაელში შეიჭრას.

 

ჰოლანდიელი პოლიტიკოსი კი, ითხოვს, რომ თურქეთი ნატოდან გააძევონ.

 

ულტრამემარჯვენე ჰოლანდიის თავისუფლების პარტიის ლიდერი ვილდერსი მკვეთრად გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებას.

 

„ეს ბიჭი სრულიად შეშლილია.თურქეთის ნატოდან გაძევებაა საჭირო“. - წერს ის თავის X ანგარიშში.

 

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს ისრაელში შესვლა შეუძლია. "Შეუძლებელი არაფერია. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიყოთ ძლიერები, რომ გადავდგათ ასეთი ნაბიჯები“. - თქვა მან თურქეთის მმართველი პარტიის შეხვედრაზე რიზეს პროვინციაში.