img1


ლუკ კოფი – დაიწყო ერთგვარი გამოფხიზლების პროცესი ამერიკის ოფიციალური პირების მხრიდან იმის თაობაზე, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, კარგი არ არის

„წარსულში, დაახლოებით 5-6 თვის წინაც კი ამერიკელი ოფიციალური პირები საქართველოში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას ზოგ რამეს მხოლოდ შემოვლით ან ირიბად ამბობდნენ, ახლა კი ეს ძალიან პირდაპირია და ეს დიდი განსხვავებაა. საინტერესოა ამ ყველაფრის დროულობაც. საქართველოში მიღებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის წინააღმეგ ზომების მიღების თუ სანქცირების თაობაზე კონგრესის ორივე პალატაში საკანონმდებლო ინიციატივებია წარდგენილი. ამავე დროს, ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით საქართველოსთან გაწევრიანების მოლპარაკებებს არ იწყებს, ნატოს სამიტის დეკლარაციაში კი 2008 წლის შემდეგ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები პირველად წაიშალა. ახლა კი ეს მოსმენა გაიმართა. ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი გამოღვიძების პროცესის ნაწილი ამერიკის ოფიციალური პირების მხრიდან იმის თაობაზე, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, კარგი არ არის,“ – ამის შესახებ “ჰადსონის ინტიტუტის” ანალიტიკოსი ლუკ კოფი აცხადებს.

 

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატში საქართველოზე კიდევ ერთი მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციიდან მომხსენებელი იქნება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი.