ასეთმა პერფორმანსმა გამოიწვია მწვავე დისკუსიები ინტერნეტში და ასევე, აღაშფოთა ფრანგი მემარჯვენე კონსერვატორები ლე პენის პარტიიდან, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ მსგავსი შოუ შეურაცხყოფს ქრისტიანებს.
„მსოფლიოს ყველა ქრისტიანმა, რომლებიც უყურებენ ოლიმპიურ ცერემონიას და თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ საიდუმლო სერობის ამ პაროდიის გამო, იცოდეს, რომ ეს არა საფრანგეთი საუბრობს, არამედ მემარცხენე უმცირესობა, რომელიც მზად არის ნებისმიერი პროვოკაციისთვის“. - დაწერა სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარმა მარიონ მარეშალმა.
სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი შოუ განიხილება - სენას გასწვრივ მოძრავი მექანიკური მხედარი ოლიმპიური დროშით. მომხმარებლებმა ამ პერფორმანსში დაინახეს ბიბლიაში აღწერილი „ფერმკრთალი ცხენი“, რომელზედაც თავად სიკვდილი იჯდა და რაც ომების საწინდარი იყო.
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24